გუშინ, მე-2 ტურის ბოლო მატჩში, რუნიმ "მანჩესტერ სიტის" გაუტანა და გუნდს ქულა მოუტანა. 31 წლის თავდამსხმელმა პრემიერლიგაში თავისი მე-200 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ რუნის საიუბილეო 50-ე და 150-ე გოლებიც "ქალაქელების" კარში აქვს გატანილი.
ასევე დავამატებთ, რომ რუნი პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, ვინც 200-გოლიან ნიშნულს მიაღწია. პირველი ალან შირერია. ლეგენდარული ფეხბურთელის ანგარიშზე 260 გოლია.