რაიტმა ვენგერის სიტუაცია ალის უკანასკნელ ბრძოლებს შეადარა

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა იან რაიტმა გუნდის მწვრთნელის არსენ ვენგერის მდგომარეობა დიდი მოკრივის მუხამედ ალის კარიერის ბოლო პერიოდს შეადარა:

"ვენგერის სიტუაცია ალის უკანასკნელ ბრძოლებს გავს. მაგალითად, ლარი ჰოლმსის წინააღმდეგ. უყურებ მსოფლიოს ისტორიის უდიდეს სპორტსმენს და მას ცემენ.

ეს საშინელებაა, ამის ცქერა არ გინდა. აი, რა დღეშია არსენი. პირსახოცის გადამგდებიც კი არავინაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული