ვენგერი: არსენალთან კონტრაქტის გახანგრძლივებამდე ეჭვები მქონდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებამდე მას ეჭვები ჰქონდა.

ვენგერმა "მეთფეებთან" ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის მაისში გააფორმა და როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის იოლი არ ყოფილა.

"ვეჭვობდი, ღირდა თუ არა კონტრაქტის გაფორმება. საუბარი პირად მიზეზებზე მაქვს. "არსენალში" უკვე 20 წელია ვარ და ვფიქრობდი, ღირდა თუ არა მუშაობის გაგრძელება, რადგან წარუმატებელი სეზონი ჩავატარეთ", - განაცხადა ვენგერმა Telefoot-ის ეთერში, სადაც მან ასევე დაადასტურა, რომ პსჟ-სთან მოლაპ
არაკებები ჰქონდა და ასევე ისიც, რომ მომავალში სხვა გუნდის გაწვრთნას არ გამორიცხავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული