ტონი ადამსი: ვენგერს ჩემთვის არაფერი უსწავლებია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული კაპიტანი ტონი ადამსი აცხადებს, რომ არსენ ვენგერს დადებითი თვისებები კი აქვს, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს ფეხბურთელებისთვის არაფერი უსწავლებია.

"თუ თამაშებისთვის მომზადებასა და ძალების აღდგენაზე ვისაუბრებთ, ვენგერი საუკეთესო იყო. როგორც ფსიქოლოგი, ფეხბურთელებთან დამოკიდებულების დროს, ის ფანტასტიკური იყო. მას ამ მხრივ კონკურენციას ვერავინ უწევდა. თუმცა, რა მასწავლა მან მე? არაფერი. მან მე დაცვაში თამაში მასწავლა? არა! მას არაფერი უსწავლებია უინტერბერნისთვის, დიქსონისთვის, ბოულდისთვის, სიმენისთვის..." - ციტირებს ადამსის სიტყვებს Mirror-ი.

ტონი ადამსი და არსენ ვენგერი "არსენალში" ერთად 1996-2002 წლებში მუშაობდნენ. ადამსს, მანამდე,
ლონდონელთა პირველ გუნდში 13 სეზონი ჰქონდა გატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული