მანემ ედერსონს ბოდიში მოუხადა, მსაჯმა კლოპს ხელი არ ჩამოართვა

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე "ლივერპულის" თავდამსხმელმა სადიო მანემ "მანჩესტერ სიტის" მეკარეს ედერსონს სახეში ფეხი ჩაარტყა და გააძევს, კიპერი კი სავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

გოლკიპერმა ტვიტერზე დაწერა, რომ სერიოზული არაფერი სჭირს, მხოლოდ ოდნავ შეშინდა, მთავარია გაიმარჯვეს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ედერსონს ბოდიში მოუხადა მანემ, მერე თქვა, ვწუხვარ, შემთხვევით შევეჯახე, ღმერთს ვთხოვ, არაფერი დაემართოს და მალე შეძლოს თამაშიო.

"წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ შეხვედრის ბედი 0:1-ზე სწორედ მანეს გაძევებამ გადაწყვიტა, რის შემდეგაც კიდევ 4 ბურთი გაუშვეს, სადიო კიპერს შემთხვევით შეეჯახა და
მოედნიდან გასაგდები არ იყო. სხვათა შორის, კლოპმა უკმაყოფილება ჩვეულად ემოციურად გამოხატა სადიოსთვის წითელი ბარათის ჩვენების გამო და ნამატჩევს არბიტრმა ჯონათან მოსმა ხელი არ ჩამოართვა.

"ქალაქელთა" დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ არ იცის, ასე მკაცრად დასასჯელი იყო თუ არა მანე, ადრე კაილ უოკერის გაგდება არ გაუპროტესტებია და საერთოდ, მსაჯობაზე ლაპარაკი არ უყვარს.

ბარემ გეტყვით, რომ კლოპის გაწვრთნილი გუნდი ბოლოს ხუთბურთიანი სხვაობით 2006 წლის ოქტომბერში დამარცხდა - მაშინ "მაინცი" "ვერდერთან" 1:6-ზე განადგურდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული