ვარდი პროთეზის საამქროს ეწვია, სადაც 16 წლისა მუშაობდა

AutoSharing Option
"ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი თავისი ისტორიის შესახებ სატელევიზიო გადაცემას ამზადებს და ამისათვის შეფილდში ზედა და ქვედა კიდურების პროთეზის საამქროს მეუღლე რებეკასთან ერთად ესტუმრა, სადაც 16 წლის ასაკში 12-საათიან ცვლაში მუშაობდა და მისი ყოველკვირეული გასამრჯელო 30 ფუნტი იყო.

ცნობისათვის, ახლა ჯეიმი კვირაში 120 ათასს იღებს. იმისათვის, რათა ავტობუსისთვის მიესწრო, თურმე მატჩის მე-60 წუთზე ცვლიდნენ.

საამქროში მას ყოფილი თანამშრომლები მიკ ბრაუნი და დენი ჰერსტი ბავშვებით დახვდნენ და ძალიანაც გაიხარეს. ადგილობრივი "უენსდეიდან“ ვარდი 2003 წელს მერვე ლიგის "სტოკბრიჯში“ გადავიდა, მერე "გალიფაქსში“ და სანამ
2012 წელს "ლესტერში“ ჩაირიცხებოდა, ერთი სეზონი "ფლიტვუდში“ ითამაშა, რომელმაც 150 ათასად შეიძინა და 850-ფუნტიანი ხელფასი დაუნიშნა.

"ფლიტვუდში“ 32 გოლი გაიტანა და "მელიებმა“ 1 მილიონად იყიდეს. ამხელა თანხა ასეთი დაბალი ლიგის ფეხბურთელში ინგლისში არასოდეს არავის არ გადაუხდია. ჰოდა, ვარდიმ სასწაული მოახდინა, პრემიერლიგა მოიგო, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ინგლისის ნაკრებშიც მიიწვიეს, რომლის შემადგენლობაში 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული