უცნაური შემთხვევა "ევერტონი"-"სანდერლენდის" მატჩში...

AutoSharing Option
უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ, ინგლისის თასზე, "ევერტონსა" და "სანდერლენდს" შორის გამართულ შეხვედრაში. როგორც აღმოჩნდა, "სანდერლენდის" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებს "ევერტონის" მაისურით უფრო მეტი თამაში ჰქონდათ ჩატარებული, ვიდრე "ევერტონის" თერთმეტეულის წევრებს.

ლივერპულელების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სათადარიგო შემადგენლობა გამოიყვანა, რომელიც ასე გამოიყურებოდა: სტეკელენბურგი, კენი, კინი, ჰოლგეიტი, უილიამსი, ვლაშიჩი, ბეშიჩი, დევისი, კელვერტ-ლიუინი, სანდრო. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ამ ფეხბურთელებს "ევერტონის" მაისურით უფრო ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული, ვიდრე "სანდერლენდის" სასტარტო შემადგენლობაში მყოფ დარონ გიბსონს, ჯეკ როდუელსა და ჯეიმს ვოენს. ამ სამეულის მიერ "ევერტონში" ჩატარებული მატჩების
ჯამი 200-ზე მეტია.

შეხვედრა "ევერტონმა" 3:0 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული