"მანჩესტერ სიტიმ" სახლში "კრისტალ პალასი" გააბითურა (5:0), მაგრამ "ქალაქელთა" დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ თქვა, რომ ჯერ სექტემბერია და ოქროს მედლებზე ლაპარაკი ნაადრევია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "საუთჰემპტონს" 1:0 მოუგო. "მანიუს" მენეჯერს ჟოზე მოურინიოს რომ კითხეს, მსაჯმა კრეიგ პოუსონმა რატომ გაგაგდოო, უპასუხა, რა ვიცი, მთხოვა წადიო და მეც წავედიო. მოუს აზრით, უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ. ერთადერთი გოლი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, რომლის ანგარიშზეც
"ჩელსიმ" გასვლაზე "სტოკი" 4:0-ზე გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი ესპანელებმა გაიტანეს, 3 ალვარო მორატამ და 1 პედრომ. ეს პრემიერლიგაზე მორატას პირველი ჰეთ-ტრიკია. ნამატჩევს "არისტოკრატების" თავკაცმა ანტონიო კონტემ ბრძანა, მაგარი ბიჭია მორატა, ქალიშვილი რომ მყავდეს, უთუოდ მივათხოვებდიო.
ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემმა" "ვესტ ჰემს" 3:2 მოუგო, დუბლი გარი კეინმა მიითვალა. არბიტრმა 70-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:1 იყო "დეზების" სასარგებლოდ, მცველი სერჟ ორე გააძევა და მაურიციო პოჩეტინიოს გუნდმა მაინც მოახერხა 3 ქულის მოპოვება.
"ლივერპულმა" ინგლისის თასზე 0:2-ზე დამარცხების შემდეგ რევანში აუღო "ლესტერს" - გასვლაზე 3:2 მოუგო. მეკარე სიმონე მინოლემ პენალტი აუღო ჯეიმი ვარდის. სხვათა შორის, 2011 წლიდან მოყოლებული ბელგიელმა კიპერმა პრემიერლიგაზე მე-8 თერთმეტმეტრიანი მოიგერია, რაც რეკორდი გახლავთ. "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თქვა, ისე გვაკრიტიკებენ, თითქოს აუტსაიდერები ვიყოთ, განსაკუთრებით ფილიპე კოუტინიოს შევაქებ, მან გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარებოდა მის მაღალ კლასში, მიხარია ჩვენთან რომ დარჩაო.
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 2:3
ბარნლი-ჰადერსფილდი 0:0
ევერტონი-ბორნმუთი 2:1
მანჩესტერ სიტი-კრისტალ პალასი 5:0
საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1
სტოკი-ჩელსი 0:4
სუონსი-უოტფორდი 1:2
ლესტერი-ლივერპული 2:2