ლეგენდარულმა ირლანდიელმა როი კინმა "ჩელსის" ბრაზილიელ მცველ დავიდ ლუიზს "ზარმაცი" უწოდა. ასეთი რეაქცია ჰქონდა მას გუშინწინდელ საჩემპიონთალიგო მატჩში სამხრეთამერიკელის მიერ საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევაზე, რომელმაც "ატლეტიკოს" 11-მეტრიანის შესრულების უფლება მოუტანა.
"ვერ ამიხსნია, რატომ გააკეთა მან ეს. ერთადერთ მიზეზს მის სიზარმაცეში ვხედავ. ლუიზმა აშკარად დააღალატა თანაგუნდელები. მოხარული ვარ, რომ ის დაისაჯა. დავიდ ლუიზი მსაჯების მოტყუებას ცდილობდა", - თქვა კინმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"