კინი: "მანჩესტერი" გუნდი არაა, ეს ცარიელი ადგილია

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე "მანჩესტერი" "ლივერპულთან" 0:4 დამარცხდა, ნამატჩევს კი კომენტარი "იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა როი კინმა გააკეთა.

"რისხვა არ არის, ეს სეზონის დასაწყისში იყო. ახლა გულგატეხილობაა, მწუხარება. შეხედეთ გუნდს: არც გული, არც სული, არც ლიდერები, არც ოსტატობა.

ანგარიშში გასაკვირი არაფერია, მაგრამ "ლივერპულს" შეტევისას ნებისმიერ მომენტში შეეძლო გატანა. 

კლუბის სათავეში ქაოსია. გულშემატკივრებს კლუბის მფლობელებისთვის დრო არ აქვთ. მათ ახალი მწვრთნელი სჭირდებათ, ფეხბურთელები, რომლებიც მოდიან, რომლებიც მიდიან.

ეს ძალიან სამწუხარო სანახავია. ეს ის გუნდი არ არის, რომელშიც მე ვთამაშობდი, რომლის ღირსებასაც სიამაყით ვიცავდი. ეს ცარიელი
ადგილია", - განუცხადა კინმა Sky Sports-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაკგუაირში 80 მილიონი რა პონტში უნდა გადაიხადო, ტიპს მგონი კომპასი სჭირდებოდა რომ გარკვეულიყო სად იმყოფებოდა ან კიდე ვარანში 50 მილიონი, რეალურად ორივე საქართველოს ჩემპიონატის დონის ფეხბურთს თამაშობენ.
მამუკა
15:00 20-04-2022
0

სიახლეები პოპულარული