"ჩელსი" "სტიაუას" ტალანტს აკვირდება

AutoSharing Option
"სტიაუას" ახალგაზრდა თავდამსხმელი ფლორინელ კომანი მსოფლიო ფეხბურთის გრანდების ობიექტივში მოექცა. განსაკუთრებით "ჩელსი" აქტიურობს. კლუბის ტექნიკური დირექტორი მაიკლ ემენალო დაესწრო ბუქარესტულ დერბის, რომელშიც "სტიაუამ" "დინამოს" 1:0 მოუგო. ემენალოს მიზანი 19 წლის ფეხბურთელზე დაკვირვება გახლდათ. კომანმა მინდორზე 64 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ამ ზაფხულს კომანი "ვიტორულიდან" 2 მილიონ ევროდ გადაიბირეს. "სტიაუას" ოდიოზურმა პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ ფეხბურთელის კონტრაქტში ჩადო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კომანის გამოსყიდვის მსურველმა კლუბმა 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ბეკალიმ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ კომანი ერთ დონეზე დგას საფრანგეთის
ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" შემტევ კილიან მბაპესთან.

კომანს "სტიაუასთან" კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება. რუმინეთის მიმდინარე ჩემპიონატში ფლორინელმა 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც, ჩვენში დარჩეს და, მბაპეს მონაცემებთან ახლოსაც ვერ მივა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული