"ძალიან უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ვარ. დაარქვით ამას, რაც გინდათ. "ლივერპულმა" გაიტანა გოლი და შექმნა ძალიან ბევრი მომენტი, მაგრამ რად გინდა?! კარში ბურთი მაშინაც კი ვერ მოვარტყით, როცა მას არავინ იცავდა. ჩვენ 5-6 აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა. რამდენიმე პრობლემა გვაქვს და ერთ-ერთი მათგანი საგოლე მომენტების რეალიზაციაა. თუნდაც, ჩემპიონთა ლიგის მატჩი ავიღოთ "სპარტაკთან". იმ შეხვედრაში ჩვენ უნდა მოგვეგო, მაგრამ
ისევ "ნიუკასლთან" შეხვედრას დავუბრუნდები. მასპინძელთა სხვა მომენტი, გოლის გარდა, მე არ მინახავს. მათ ერთადერთი შანსი ჰქონდათ და ისიც გამოიყენეს. არ მიმაჩნია ამ თამაშის შედეგი სამართლიანად, მაგრამ... მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, სხვა გზა არ არის. პრემიერლიგა ჯერ ახალი დაწყებულია. წინ გველის ძალიან ბევრი მატჩი და ჩემპიონობის შანსიც გვაქვს. ახლა ხელების ჩამოშვება არაფრით არ შეიძლება", - თქვა კლოპმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"