მარკოს ალონსოს შეახსენეს, რომ გოგონას გარდაცვალება მისი ბრალია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" 26 წლის მცველი მარკოს ალონსო საფეხბურთო ოჯახიდანაა. მისი ბაბუა მარკიტოსი მადრიდის "რეალის" ლეგენდა გახლდათ, მამა მარკოსი კი მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" ღირსებას იცავდა. მარკოს ალონსო "რეალის" აკადემიის აღზრდილია.

2011 წელს, როდესაც "ბოლტონში" თამაშობდა, რამოდენიმე დღით სახლში დაბრუნდა, ბაბუას ავტომობილი BMW გამოართვა, ახლობლებთან ერთად იქეიფა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონთან ავტოავარია მოახდინა. შედეგად, გარდაიცვალა 19 წლის გოგონა, თავის ძმას მიგელს სამი ნეკნი გაუტყდა, ხოლო ყოფილ თანაგუნდელს ჯეიმი ნავაროს ხელი მოტყდა.

სასამართლომ მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,
თუმცა შემდეგ სასჯელი 54-ათასფუნტიანი ჯარიმით შეუცვალა.

30 აგვისტოს "ჰადერსფილდისა" და "ტოტენჰემის" 0:4-ზე დასრულებული მატჩისას სტადიონთან ბანერი გამოკიდეს, რომელზეც ეწერა "მარკოს ალონსომ მოკლა გოგონა" და ზედ ავტოავარიის სურათი იყო მიკრული. "არისტოკრატების" წარმომადგენლებმა იეჭვეს, რომ ეს მათი კონკურენტი გუნდის "ტოტენჰემის" ფანების გაკეთებული იყო.

"დეზების" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტს გმობენ, გამოიძიებას ჩაატარებენ და რამდენადაც შესაძლებელია, ამის გამკეთებელს დასჯიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული