ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედს" დეკემბერში დაუბრუნდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, იმაზე ადრე დაბრუნდეს მინდორზე, ვიდრე ამას ექიმები წინასწარმეტყველებდნენ.

როგორც გაზეთი The Sun-ი წერს, 36 წლის შვედი უკვე დეკემბერში მოახერხებს თამაშს, არადა, ადრე ირწმუნებოდნენ, რომ იანვრამდე ვერ შეძლებდა მოედანზე გასვლას.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ იბრაჰიმოვიჩი, რომელიც აპრილის შემდეგ მკურნალობს, 2 დეკემბერს, "არსენალთან" თამაშს გეგმავს. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ზლატანი მოასწრებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს - "მანჩესტერ იუნაიტედს" 5 დეკემბერს ბოლო ტურის მატჩი აქვს მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული