როგორც გაზეთი The Sun-ი წერს, 36 წლის შვედი უკვე დეკემბერში მოახერხებს თამაშს, არადა, ადრე ირწმუნებოდნენ, რომ იანვრამდე ვერ შეძლებდა მოედანზე გასვლას.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ იბრაჰიმოვიჩი, რომელიც აპრილის შემდეგ მკურნალობს, 2 დეკემბერს, "არსენალთან" თამაშს გეგმავს. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ზლატანი მოასწრებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს - "მანჩესტერ იუნაიტედს" 5 დეკემბერს ბოლო ტურის მატჩი აქვს მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"