ვან გაალი ინგლისში ჩავიდა და მოურინიო გააკრიტიკა

AutoSharing Option
ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ჰოლანდიის ტელევიზიაში საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს და თავისი ყოფილი გუნდის "მანჩესტერ იუნაიტედის" "ლივერპულთან" თამაშის გასაშუქებლად ინგლისში ჩავიდა. ლუი სასტუმროში მეუღლე ფერნენდასთან ერთად "ბენტლით" მიბრძანდა, რომლის ღირებულება 300 ათასი ფუნტია, ჩინურ რესტორანში ისადილა, "მანიუს" ამჟამინდელ მენეჯერს ჟოზე მოურინიოს თბილად შეხვდა, ნამატჩევს კი გააკრიტიკა:

"როგორც ვივარაუდე, ჩემი დათხოვნის შემდეგ მოურინიომ წარმატებას ვერ მიაღწია. პრინციპში, პორტუგალიელი ცუდი ბიჭი არაა. სასიამოვნო ადამიანი იყო, როდესაც ჩემს ასისტენტად მუშაობდა. თუმცა, ხშირად თავს კონტროლს ვერ უწევს".

მოუ ვან გაალის თანაშემწედ 1997-2000 წლებში "ბარსელონაში"
მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული