სიმპსონმა Lamborghini Aventador-ი 400 ათას ფუნტად შეიძინა

AutoSharing Option
ინგლისის ყოფილ ჩემპიონს "ლესტერს" გასავარდნად აქვს საქმე, პრემიერლიგაზე მე-18 ადგილზეა და მე-8 ტურის უკანასკნელ მატჩში "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს. თუმცა, ეს ეტყობა ნაკლებად ადარდებს გუნდის 30 წლის მცველს დენი სიმპსონს, რომელმაც გასულ კვირაში Lamborghini Aventador-ი 400 ათას ფუნტად შეიძინა.

ცნობისათვის, ასეთი ავტომობილი ამერიკელ მომღერალს კანე უესტს, კანადელ მუსიკოსს ჯასტინ ბიბერს და მადრიდის "რეალის" ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს ყავთ.

აქამდე სიმპსონს BMW i8-ი ყავდა, რომელიც ოქროს მედლების მოპოვებისას კლუბის პრეზიდენტმა ვიშაი შრივადჰანაპრაბპამ 19 ფეხბურთელს აჩუქა და ეს სიამოვნება თითქმის 2 მილიონი დაუჯდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული