ბენ ფოსტერმა ეზოში შვილთან თამაშისას ფეხი იტკინა

AutoSharing Option
"ვესტ ბრომვიჩის“ მენეჯერმა ტონი პულისმა განმარტა თუ რატომ გამოტოვა "ლესტერთან“ პრემიერლიგის მე-8 ტურის შეხვედრა მისი გუნდის 34 წლის კიპერმა ბენ ფოსტერმა.

მისი თქმით, ბენმა ეზოში შვილთან თამაშისას მუხლი იტკინა, ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ რადგან ადრე მუხლქვეშა მყესის პრობლემა ქონდა, არ გარისკეს და კარში გლინ მიჰილი ჩააყენეს, საერთოდ კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ძირითადი გოლკიპერი ყავთ და მათი 21 წლის დუბლიორი ალექს პალმერი გამოუცდელია.

სხვათა შორის, მიჰილი "მელიებთან“ მატჩისას მეტოქე გუნდის ფორვარდს ჯეიმი ვარდის შეეჯახა, დაშავდა, მაგრამ შეცვლაზე უარი განაცხადა. მან თქვა,
რომ იმ ეპიზოდში მსაჯს შეეძლო მოედნიდან გაეძევებინა და მისდა საბედნიეროდ, მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული