ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის პრემიერლიგაში

AutoSharing Option
ბრიტანულმა გამოცემა the sun-მა პრემიერლიგის თავდამსხმელთა შედეგიანობას გადახედა და დაასკვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ალვარო მორატაა.

მორატა "ჩელსს" "რეალიდან" შეუერთდა და გუნდში დიეგო კოშტა ჩაანაცვლა. ესპანელი ფორვარდი კლუბის ლიდერად იქცა, მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

მორატას საშუალოდ 82 წუთში ერთხელ გააქვს გოლი, რაც "ჩელსის" გატანილი გოლების 62 პროცენტია. ასე გამოიყურება დანარჩენი ფეხბურთლების შედეგები:

ჰარი კეინი "ტოტენჰემი"- 6 გოლი, 0 პასი. გატანილი აქვს კლუბის გოლების 43%, გააქვს 118 წუთში ერთხელ.

რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედი"- 7 გოლი, 1 პასი.
გატანილი აქვს კლუბის გოლების 38%, გააქვს 103 წუთში ერთხელ.

სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტი"- 6 გოლი, 3 პასი. გატანილი აქვს კლუბის გოლების 32%, გააქვს 78 წუთში ერთხელ.




მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველი გატუზო,აშკარად უკეთეს გუნდს იმსახურებს.
zura
10:30 03-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული