"ევერტონმა" რონალდ კუმანი დაითხოვა

AutoSharing Option
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "არსენალთან" 5:2 განადგურების შემდეგ გუნდიდან დაითხოვეს.

"ევერტონის" ხემძღვანელობა უკმაყოფილოა კუმანის მიერ ნაჩვენები შედეგით, რადგან "ევერტონი" გასავარდნ ზონაში იმყოფება. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა 2016 წელს ჩაიბარა მერსისაიდული კლუბი და 58 მატჩში 24 მოიგო, 14 ფრე ითამაშა და 20 წააგო.

რაც შეეხება 2017-18 წლების პრემიერლიგის სეზონს, 9 ტურია ჩატარებული და "ევერტონმა" 2 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 5 წააგო.

რონალდ კუმანი გუშინ ინგლისელმა პაპარაცებმა დააფიქსირეს, ის გვარდიოლას შეხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული