ფილ ნევილი: ვინც მატიჩი გაუშვა, მოსახსნელია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფილ ნევილმა ლონდონის "ჩელსიდან“ "მანჩესტერ იუნაიტედში“ ნახევარმცველ ნემანია მატიჩის გაშვებაზე გააკეთა კომენტარი:

"რაც შეეხება "ჩელსის“. ერთი სიტყვა. მატიჩი. ყველაფერი მარტივადაა. მისი გაყიდვა შეცდომა იყო. როდესაც დაცვის წინ მატიჩი და კანტე გიყენია, ყველაფერი წესრიგში გაქვს.

ვინც მატიჩის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო, მოსახსნელია. ამისთანა რამ ჯერ პრემიერლიგაზე არ მომხდარა. კითხეთ "არისტოკრატების“ ნებისმიერ ფეხბურთელს, ვისი დაბრუნება უნდათ გუნდში და გიპასუხებენ - მატიჩის.

ბაკაიოკოთი შეცვალეს, რომელიც საყრდენი ნახევარმცველი არაა. პირადად მე მატიჩს არ გავუშვებდი, საწვრთნელი ბაზის კედელზე მივაბამდი“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული