8 ოპერაციაგადატანილი კასორლა თამაშს იანვარში დაიწყებს

AutoSharing Option
კარგა ხანია არ უთამაშია ლონდონის "არსენალის" ტრავმირებულ ნახევარმცველს სანტი კასორლას. მან "მარკას" ჟურნალისტს ნაოპერაციევი ფეხი აჩვენა და უთხრა, რომ შესაძლებელი იყო მისთვის სულაც ფეხის ამპუტირება მოეხდინათ, მაგრამ ექიმებმა გადაარჩინეს, რომელთაც კანი ხელიდან ფეხზე გადაუნერგეს.

ერთ ექიმს უთქვამს, მადლობა თქვი თუ ფეხზე დადექი და შვილის ეზოში გასეირნება მოახერხე, რომელ ფეხბურთის თამაშზე ფიქრობო. 8 ოპერაცია გაუკეთეს, რათა ინფექციით დაზიანებული აქილევსის მყესი ნორმალურ მდგომარეობაში ჩამდგარიყო. ახლა სალამანკაში სასტუმროშია, მეუღლე და ბავშვები კი ლონდონში ყავს და უჭირს მარტოობა.

სანტიმ უკვე დაიწყო ტრენაჟორებზე ვარჯიში, სტადიონზეც
მივიდა, კინაღამ იტირა და თქვა, რომ იანვარში თამაშს დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული