"ვესტ ჰემის" მწვრთნელად დევიდ მოიესს დანიშნავენ?

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-11 ტურში "ლივერპულთან" განადგურების შემდეგ (1:4), ლონდონის "ვესტ ჰემი" სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-18 ადგილზეა, მის მენეჯერს სლავენ ბილიჩს კი მოხსნას უპირებენ.

როგორც იუწყებიან, ბილიჩის ნაცვლად გუნდს ამჟამად უქმად მყოფ შოტლანდიელ დევიდ მოიესს ჩააბარებენ, კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გაუფორმებენ, ასისტენტად ფილ ნევილს დაუნიშნავენ და მისი ხელმძღვანელობით "ჩაქუჩები" პირველ მატჩს 19 ნოემბერს "უოტფორდთან" ჩაატარებენ.

მოიესმა BBC-ს განუცხადა, რომ დაინტერესებულია პრემიერლიგის გუნდში მუშაობით, თუ დაუკავშირდებიან და საინტერესო წინადადებით მიმართავენ, დაელაპარაკება, მაგრამ "ვესტ ჰემში" მწვრთნელის ვაკანსია დაკავებულია და ამდენად, ჯერ ლაპარაკი ნაადრევია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული