"ასტონ ვილას" მწვრთნელს ჭკუასუსტობაზე უნდა ტესტის ჩატარება

AutoSharing Option
იანვარში ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს სტატიები, რომ ბურთზე თავის ხშირი დარყმა ტვინის დაზიანებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით "ასტონ ვილას" მენეჯერმა სტივ ბრიუსმა განაცხადა, რომ მზადაა გონებაშეზღუდულობაზე ტესტი ჩაიტაროს:

"საბედნიეროდ, არასოდეს მითამაშია ძველი მძიმე ბურთებით. თუმცა, თავის ტრავმა ხშირად მიმიღია. ჰოდა, არ იქნებოდა ურიგო გონებაშეზღუდულობაზე ტესტი ჩავიტარო. მწვრთნელებს სისტემატურად გვისინჯავენ წნევას და გულის პულსს,  ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებულ პათოლოგიურ მდგომარეობაზე (დემენცია) კი ჯერ არ გავუსინჯივართ.

თავს ჩინებულად ვგრძნობ, მაგრამ ამ პრობლემას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ვთამაშობდი, თავის ტრავმას ფეხბურთელები ხშირად ვიღებდით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული