"საბედნიეროდ, არასოდეს მითამაშია ძველი მძიმე ბურთებით. თუმცა, თავის ტრავმა ხშირად მიმიღია. ჰოდა, არ იქნებოდა ურიგო გონებაშეზღუდულობაზე ტესტი ჩავიტარო. მწვრთნელებს სისტემატურად გვისინჯავენ წნევას და გულის პულსს, ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებულ პათოლოგიურ მდგომარეობაზე (დემენცია) კი ჯერ არ გავუსინჯივართ.
თავს ჩინებულად ვგრძნობ, მაგრამ ამ პრობლემას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ვთამაშობდი, თავის ტრავმას ფეხბურთელები ხშირად ვიღებდით".