მივყვეთ თანმიმდევრობით. სამშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედი" "უოტფორდს" სტუმრობს. ჟოზე მოურინიოს გუნდმა შაბათს შინ გაჭირვებით მოუგო "ბრაიტონს", რამაც "განსაკუთრებულს" ისიც კი ათქმევინა - მეტოქე წაგებას არ იმსახურებდაო...
"იუნაიტედს" ტრავმირებულები ჰყავს მაიკლ ქერიკი და ფილ ჯოუნსი. გარკვეული საკადრო პრობლემები აწუხებს "უოტფორდსაც", თუმცა მარკო სილვას გუნდი
"მელიები" "მამლების" წინააღმდეგ - "ტოტენჰემი", რომელიც ბოლო დროს ფორმიდან ამოვარდა, "ლესტერს" უნდა ეწვიოს. ამ უკანასკნელის მწვრთნელ კლოდ პიუელს ახალ გუნდში ჯერ არ მოუგია. ეგებ, ახლა იყოს ამისთვის შესაფერისი დრო, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ხანგრძლივი ჩავარდნები არ ახასიათებს.
რაც შეეხება ისტორიას, წინა სეზონში "ტოტენჰემმა" "კინგ ფაუერზე" 6:1 მოიგო, ხოლო "ლესტერმა" ამ წყვილში შინ ბოლოს 2002 წელს გაიმარჯვა - 2:1.
ოთხშაბათს "არსენალი" მასპინძლობს "ჰადერსფილდს", რომელმაც კვირას ყოჩაღად ითამაშა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. ლონდონელთა შორის საეჭვოა დენი უელბეკისა და შკოდრან მუსტაფის ჯანმრთელობა. 2011 წელს "არსენალმა" "ჰადერსფილდს" ასოციაციის თასზე უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა გუნდი, რომელიც მაშინ ვერც იოცნებებდა პრემიერლიგაზე...
"ჩელსი" აგრძელებს ბრძოლას ტიტულის შენარჩუნებისთვის. ხვალ "არისტოკრატები" უმასპინძლებენ "სუონსის", რომელიც უკანასკნელ ოთხ ურთიერთდაპირისპირებაში მხოლოდ ერთხელ დაამარცხეს. "გედებს" ძალიან ცუდი დროება უდგათ - პოლ კლემენტის ბიჭებმა ბოლო 6 მატჩიდან (ერთი თამაში ლიგის თასზე) 5 წააგეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს.
"საუთჰემპტონი" კარგ ხასიათზე ესტუმრება "მანჩესტერ სიტის". კვირას "წმინდანებმა" შინ 4:1 მოუგეს ხელიდან წასულ "ევერტონს", თუმცა რადიკალურად განსხვავებული იქნება მატჩი "ეტიჰადზე", სადაც გასულ სეზონში "სიტიმ" ვერ შეძლო "საუთჰემპტონის" დამარცხება (1:1). პეპ გვარდიოლას გუნდის ბრწყინვალე სერიაზე რაღა ვთქვათ - "ქალაქელებმა" ბოლოს ქულები აგვისტოში დაკარგეს...
ბოლო წლებში "ლივერპულს", თითქოს, არ აქვს პრობლემა "სტოკთან", რომელსაც წინა 5 დაპირისპირებიდან ყველა მოუგო, მაგრამ რას გაუგებ იურგენ კლოპის გუნდს?! არადა, "წითლებს" სწორედ ასეთ გუნდებთან სჩვევიათ ქულების განიავება. ამ დროს კი, "დიდი ექვსეულის" ოპონენტებთან ჭიდილში ყველაზე მეტი (38) ქულა აქვთ დაგროვილი, თანაც მას მერე (2015), რაც გუნდს კლოპი თავკაცობს.
სხვა მატჩებს რაც შეეხება, დიდი ხანია ელიან გამარჯვებას "ვესტ ბრომვიჩი", "ვესტ ჰემი"... "ნიუკასლმა" ზედიზედ 4 მატჩი წააგო და ცხრილის ქვედა ნაწილში დაეშვა, რაც შეიძლება პოსტის დაკარგვად დაუჯდეს სახელგანთქმულ რაფა ბენიტესს.
ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური:
სამშაბათი, 28 ნოემბერი
ბრაიტონი-კრ. პალასი 23:45
ლესტერი-ტოტენჰემი 23:45
უოტფორდი-მანჩესტერ იუნ. 23:59
ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 23:59
ოთხშაბათი, 29 ნოემბერი
არსენალი-ჰადერსფილდი 23:45
ბორნმუთი-ბარნლი 23:45
ჩელსი-სუონსი 23:45
ევერტონი-ვესტ ჰემი 23:59
მან. სიტი-საუთჰემპტონი 23:59
სტოკი-ლივერპული 23:59
ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"