ბოლო ინფორმაციით, რომელსაც Dailystar-ი ავრცელებს, მოლაპარაკებებში ჩართულია არდა თურანიც. კერძოდ, შესაძლებელია, "ბარსელონამ" თურქი ფეხბურთელი დათმოს და პლუს ამას, თანხაც დაამატოს.
როგორც "არსენალის" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, მას არ სურს იოზილის კლუბიდან წასვლა, მაგრამ უახლოესი წარსულის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, "არსენალის" ბოსები ფრანგს დაეკითხონ.