არსენ ვენგერი: "მანჩესტერთან" მატჩის შედეგმა დღევანდელ თამაშზე იმოქმედა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-16ტურში "არსენალმა" სტუმრად "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში ფრეს (1:1) 88-ე წუთზე ოლივიე ჟირუს გატანილი გოლით მიაღწია, რომელიც შეცვლაზე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად 72-ე წუთზე შევიდა. მან ინგლისის ჩემპიონატზე ერთ გუნდში შეცვლაზე შესვლის შემდეგ მე-17 გოლი გაიტანა და "მანჩესტერის" ყოფილი თავდამსხმელის ოლე-გუნარ სულშერის რეკორდი გაიმეორა.

ნამატჩევს განვლილ თამაშზე კომენტარი "მეთოფეთა" მენეჯერმა არსენ ვენგერმა გააკეთა:

"წინა შეხვედრამ დღევანდელზე გავლენა იქონია. ფეხბურთელებს მობილიზაციისათვის დრო დასჭირდათ. ჟირუ კარგ ფორმაშია, საჭირო გოლი გაიტანა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული