პრემიერლიგა. XVII ტური: "ჩელსიმ" ჯავრი "ჰადერსფილდზე" იყარა [VIDEO]

AutoSharing Option
შუა კვირაში ინგლისის პრემიერლიგაში მე-17 ტური დაიწყო. სამშაბათს გრანდებიდან მხოლოდ "ჩელსიმ" ითამაშა და წინა ტურში "ვესტ ჰემთან" მარცხის შემდეგ ჯავრი "ჰადერსფილდზე" იყარა, რომელსაც სამჯერ გაუტანა და ერთი თავადაც გაუშვა ბოლო წამებზე. ლონდონელთა სამივე გოლში ვილიანმა მიიღო მონაწილეობა - 1+2.


"ბარნლიმ" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ მოიგო და ამ გუნდს ტოპ-ოთხეულში ვხედავთ, ხოლო "უოტფორდთან" 89-ე და 92-ე წუთებზე გატანილი გოლებით, "კრისტალ პალასმა" არა მხოლოდ ბოლო ადგილს, არამედ გასავარდ ზონას დააღწია თავი. ეს გუნდი ექვსი მატჩია, არ
მარცხდება.

პრემიერლიგა. XVII ტური
ბარნლი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 ბარნსი (89)

კრ. პალასი-უოტფორდი 2:1
გოლები: 0:1 იანმაატი (3), 1:1 საკო (89), 2:1 მაკარტური (90+2)
გაძევება: კლევერლი (87. უოტფორდი)

ჰადერსფილდი-ჩელსი 1:3
გოლები: 0:1 ბაკაიოკო (23), 0:2 ვილიანი (43), 0:3 პედრო (50), 1:3 დეპუატრი (90+2)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი (80. ამპადუ), რიუდიგერი - მოზესი, კანტე (71. დრინკუოტერი), ბაკაიოკო, ალონსო - ვილიანი, პედრო - ე. აზარი (69. ბატშუაი).

ბომბარდირები: 13 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი), უეინ რუნი (ევერტონი).

ოთხშაბათი, 13 დეკემბერი
ნიუკასლი-ევერტონი 23:45
საუთჰემპტონი-ლესტერი 23:45
სუონსი-მანჩესტერ სიტი 23:45
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 23:59
მანჩესტერ იუნ-ბორნმუთი 23:59
ტოტენჰემი-ბრაიტონი 23:59
ვესტ ჰემი-არსენალი 23:59

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული