ფეხბურთი ყველას აერთიანებს - ლივერპულელი აუტისტი ბავშვის ისტორია [PHOTO]

AutoSharing Option
აუტისტი ბავშვი ჯეკ როგანი, რომელიც ''ევერტონის'' ფანია, ''ლივერპულის'' ფეხბურთელებმა მოინახულეს.

ბავშვმა თავის მოკვლა რამდენიმე დღის წინ სცადა, რადგან ფიქრობდა, რომ სხვებისგან განსხვავებულია. მას სკოლაში არავინ ემეგობრებოდა და ამან ბავშვზე ძალიან იმოქმედა.

იგი დედას მუდმივად ეკითხებოდა, თუ რატომ არ ჰყავდა მეგობრები, ბოლოს კი საშინელი რაღაცების საუბარი დაიწყო.

როგანი მშობლებს სთხოვდა, რომ მისი არსებობა დაევიწყებინათ, ბოლოს კი, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჯეკმა მაკრატლით თავის მოკვლა სცადა.

ბავშვი დედამ მენტალური პრობლემების მქონე პაციენტთა განყოფილებაში წაიყვანა.

რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვი ''ლივერპულის'' ფეხბურთელებმა მოინახულეს.  ისინი
პალატაში ''ლივერპულის'' სკანდირებით შევიდნენ.

ჯეკმა კი, მათ ხუმრობით უთხრა: ''გაეთრიეთ აქედან, თქვენ გამო ოთახი ყროლს''.

ამის შემდეგ მათ მერსისაიდულ დერბიზეც ისაუბრეს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენია ხალხი ხუმრობაც იციან ბავშვობიდან ქველმოქმედებაც და მებრძოლებიც არიან ჩვენთან რომ იკითხო დასავლეთი მხოლოდ გარყვნილებაა..P.S.გამორთე ტელევიზორი(განსაკუთრებით რუსთავი2)და ჩართე ტვინი
კახა
16:07 14-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული