25 წლის აფრიკელმა ოთხ შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. იგი გახდა პირველი ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო დაისაკუთრა.
''ყოველთვის მინდა, რომ ბევრი გოლი გავიტანო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო.
მე შვიდი გოლი გავიტანე და ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წინ კლუბის შედეგს ვაყენებ'', - განაცხადა სალაჰმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სალაჰი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.