80 მილიონი ევრო და მიჩი ბაჩუაი ტომას ლემარის სანაცვლოდ

AutoSharing Option
ლონდონის ''ჩელსი'' მზადაა ''მონაკოს'' ნახევარმცველის ტომას ლემარის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

''არისტოკრატების'' მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, ამ ტრანსფერის განხორციელება იანვრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს.

იტალიელი დამრიგებელი თანახმაა, გუნდის ფორვარდს მიჩი ბაჩუაისაც შეელიოს, რათა ლემარი ''სტემფროდ ბრიჯზე'' იხილოს.

22 წლის ფრანგით დაინტერესებულია ასევე ''არსენალიც''.

მიმდინარე სეზონში ლემარმა ''მონაკოს'' რიგებში 9 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.

მომზადებულია eurosport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული