''ჩაქუჩებმა" მათი ბოლო სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს. განსაკუთრებით გამოსარჩევი კი ჩემპიონი ''ჩელსის'' დამარცხება იყო.
ამ ყველაფერზე კომენტარი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა, რომელმაც თავისი თავი ნიჭიერ ადამიანად მოიხსენია.
"ვფიქრობ, მაქვს განსაკუთრებული ნიჭი, მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი კლუბი გავწვრთნა და ერთ-ერთი ასეთი ''ვესტ ჰემია''.
მე ჩამოვედი ლონდონში და ყველას ვანახე, თუ რა შემიძლია. ვურჩევ ყველას, მოვიდეს საწვრთნელ ბაზაზე და ნახოს, როგორი ნიჭი და უნარი სჭირდება მალევე ასეთი შედეგის მიღწევას'', -
მომზადებულია bbc-ის მიხედვით