მოიესით ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა - "ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს ულტიმატუმი წაუყენეს

AutoSharing Option
The Telegraph იუწყება, რომ "ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა შესაძლოა, სამუშაო დაკარგოს.

"ჩაქუჩთა" ბოსებმა გუნდის დამრიგებელს მომდევნო 5 მატჩი მისცეს, რათა სიტუაცია გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარისკენ მიუთითებენ.

ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობა დღევანდელი შედეგებით უკმაყოფილოა და მიაჩნიათ, რომ მათ კლუბი მნიშვნელოვნად გააძლიერეს და ლუკას პაკეტას სახით ძლიერი ფეხბურთელიც შეიძინეს.

პრემიერ ლიგის 7 ტურის შემდეგ "ვესტ ჰემს" 4 ქულა აქვს და მე-18 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული