ჩარლი ოსტინი სამი მატჩით დასაჯეს

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, "საუთჰემპტონის" ფორვარდ ჩარლი ოსტინს "პრემიერლიგის" სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

ყველაფერი ეს კი გასულ ტურში "ჰადერსფილის" წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც "წმინდანების" ფორვარდმა მეტოქე გუნდის მეკარეს, იონას ლოსლს ფეხი ცხვირში ჩაარტყა.

მომდევნო სამი შეხვედრა "საუთჰემპტონს" კი, "ტოტენჰემის", "მანჩესტერის" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ელის.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ მატჩში ოსტინი გატანილი გოლითაც გამოირჩა.

მთლიანობაში, 28 წლის შემტევი "სენტ მერიზე" მე-3 სეზონს ატარებს და ამ დროის განმავლობაში 13 გოლის ავტორიც გახდა.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული