"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო გაიღოს, თუმცა ჟირონდელები 50 მილიონ ევროს ითხოვენ.
პორტუგალიელი დამრიგებლის სურვილია, ბრაზილიელი იანვრის სატრანსფერო პერიოდშივე შეიძინოს. მოურინიოს აზრით, სამხრეთამერიკელი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.
მალკომი "ბორდოში" გასულ წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი შვიდჯერ აიღო.