გამოცემა ტრანსფერის სავარაუდო თანხასაც ასახელებს, რომელიც 42 მილიონ ევროს შეადგენს.
22 წლის მექსიკელი ფორვარდი ჰოლანდიის კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა და შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.
15 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 10 გატანილი გოლია.
იურგენ კლოპსა და არსენ ვენგერს კი, ლოზანო მათი შეტევების გამაძლიერებლად ესახებათ.