ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ჟოზე მოურინიოს განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც იცით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის უკან განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს მისმა გუნდმა უფრო მეტი ფული უნდა დახარჯოს.
"21 წელია უკვე, რაც "არსენალის" მწვრთნელი ვარ და არ შემიძლია ამ დროს გუნდი მივატოვო. ჩვენ ფინანსურად ძლიერი გუნდები გვებრძვიან.
პრემიერლიგაში ყოველთვის არის 2-3 კლუბი, რომლებიც ძალიან მდიდარია. ახლა, მაგალითად, ასეთები "იუნაიტედი", "ჩელსი" და "სიტი" არიან.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ფიქრი რაიმე გზის გამონახვაზე გვიხდება", - აღნიშნა ვენგერმა.
მომზადებულია eurosport.com-ის მიხედვით
14:09 28-12-2017
არსენ ვენგერი: ფინანსურად ძლიერი კონკურენტები გვებრძვიან
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული