ალექსის სანჩესმა "კრისტალ პალასთან" დუბლი შეასრულა და "მანჩესტერ სიტიში" გადასასვლელად გაემზადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიელიგის მე-20 ტურის დასკვნით მატჩში "არსენალმა" "კრისტალ პალასი" დაამარცხა 3:2, დუბლი თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა მიითვალა, რომელიც დიდი ალბათობით ნაახალწლევს "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდება.

ჩილელი ფორვარდი უკვე მორიგებია "ქალაქელებს" - კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ და სეზონურ გასამრჯელოდ 12 მილიონ ფუნტს დაუნიშნავენ.

ახლა ყველაფერი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. ისე, "მეთოფეები" წესით მის გაყიდვას უნდა დათანხმდნენ, რადგან ზაფხულში ალექსისი თავისუფალი აგენტი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული