"ჟოზე მოურინიო ბრძანებს, რომ "სიტი" ტრანსფერებზე მეტ ფულს ხარჯავს. თუმცა, აქ ერთი არსებითი მომენტია. ვფიქრობ, პეპ გვარდიოლა რომ იყოს "მანიუს" მწვრთნელი, ინგლისის ჩემპიონატს მოაგებინებდა. მოდით, დავუბრუნდეთ სეზონის დასაწყისს და გუნდების შემადგენლობები შევადაროთ. ედერსონი დე ხეაზე უკეთესი მეკარეა? ოტამენდი და სტოუნზი ბაიისა და ჯონსზე უკეთესი მცველები არიან? "იუნაიტედის" ფანებს თავიანთ გუნდში მატიჩის ყოლა ერჩივნათ თუ ფერნანდინიოსი?
გასულ წელს "მანჩესტერის" ფანები რეშფორდს სტერლინგში გაცვლიდნენ? როდესაც მარსიალი გადაიყვანეს, სანეზე უფრო პოპულარული არ იყო?
მართალია, შოუ მოურინიოს დანიშვნამდე გადაიბირეს, მაგრამ გაბრიელ ჟეზუშზე მეტი თანხა დაუჯდათ - 30 მილიონი ფუნტი. ასე რომ, მოუს წუწუნი უსაფუძვლოა.
შეგვიძლია გავაგრძელოთ. პორტუგალიელი ამბობს, რომ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ტაქტიკური დავალების შესრულება. მის ადგილზე გვარდიოლა სხვაგვარად მოიქცეოდა.
ეხლაც ჟოზეს გუნდი სავსეა სუპერვარსკვლავებით და მათი რეპუტაცია "მანიუში" გადასვლამდე უფრო მაღალი გახლდათ. მაგალითად, მხითარიანი, პოგბა და ლუკაკუ. პროგრესირებენ ისინი მოუს ხელში? აი, სწორედ ესაა ამ გუნდისათვის პრობლემური კითხვა.
"ქალაქელები" იმიტომ ლიდერობენ, რომ გვარდიოლას ხელში ფეხბურთელები პროგრესირებენ. ისინი ნიჭიერები და არაზრდასრული მოთამაშეები არიან. მოურინიო კი აქცენტს გამოცდილ და შემდგარ კადრებზე აკეთებს.
თუ გინდა გუნდი გააკეთო, ჟოზე მწვრთნელად არ უნდა მიიწვიო. ის რომ "სიტის" თავკაცი იყოს, ეს გუნდი ასეთ ფეხბურთს ნამდვილად არ ითამაშებდა".