იურგენ კლოპი: მოჰამედ სალაჰი ფანტასტიკურია, მისგან მეტს ვერ მოვითხოვ

AutoSharing Option
პრემიერლიგის 21-ე ტურში "ლივერპული" "ენფილდზე" 0:1-ს აგებდა "ლესტერთან", მაგრამ შესვენების შემდეგ შემტევმა ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა დუბლი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. შეგირდი "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა აქო:

"ასეთი გამარჯვება მაქსიმალური სიამოვნების მომტანია. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. როდესაც ვაგებდით, ბიჭებმა თავი არ დაზოგეს. ფანებმა საოცრად დაგვიჭირეს მხარი. ეს გვესაჭიროებოდა. მათ გარეშე ორ გოლს ვერ გავიტანდით. სალაჰმა დიდებულად იასპარეზა. მისგან მეტს ვერ მოვითხოვ. კარგი გუნდი მყავს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული