"ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელმა გარდაცვლილი შვილის შეგინება ვერ მოითმინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 22-ე ტურში "ვესტ ჰემთან" მატჩის 64-ე წუთზე "ვესტ ბრომვიჩის" 29 წლის ნახევარმცველი ჯეიკ ლივერმორი შეცვალეს, რომელსაც მოედნიდან გასვლისას მეტოქე გუნდის ფანმა 2014 წელს გარდაცვლილი შვილი შეუგინა და მიაძახა, რომ ტრაგედიის გადატანის შემდეგ კოკაინს იღებდა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელმა ეს ვერ მოითმინა, აყალ-მაყალი ატყდა და დაცვის თანამშრომლებმა გასახდელში გაიყვანეს.

"ჯეკს პროვოკაცია მოუწყვეს. ჯერ არ შევხვედრივარ, ვნახავ, აუცილებლად დაველაპარაკები და ზუსტად გავარკვევ რა მოხდა",-განაცხადა "ვესტ ბრომვიჩის" მენეჯერმა ალან პარდიუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული