შესანიშნავი გოლები და ბურთის მაგივრად დაჭერილი თავი ლონდონურ დერბიში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში ლონდონური დერბი გაიმართა, რომელშიც "უემბლიზე" "ტოტენჰემმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლდა და 1:1 დაუზავდა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში "ვესტ ჰემის" ესპანელმა მეკარემ, ადრიანმა ბურთის მაგივრად ხელებში თანაგუნდელის თავი დაიჭირა.  მეორე ტაიმში კი "ჩაქუჩებმა" და "დეზებმა" მაყურებელს ფანტასტიკური სანახაობა შესთავაზეს.


70-ე წუთზე სტუმრების ესპანელმა ლეგიონერმა, პედრო ობიანგმა ანგარიში შორეული, ულამაზესი დარტმით გახსნა, 14 წუთის შემდეგ კი "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელმა ნახევარმცველმა ჰონ-მინ სონმა ობიანგს არანაკლებად სანახაობრივი გოლით უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

41
ქულით "ტოტენჰემი" ინგლისის ჩემპიონატის მე-5 პოზიციაზეა, "ვესტ ჰემი" კი 21 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული