კლუბის ხელმძღვანელობამ ყოფილი დამრიგებელი მარკ ჰიუზი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კი, მისი შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად სლავენ ბილიჩი ითვლება.
აღსანიშნავია, რომ ხორვატი დამრიგებელიც მიმდინარე სეზონში გაათავისუფლეს. იგი "ვესტ ჰემს" ავარჯიშებდა.
თუმცა ბილიჩმა "ჩაქუჩებიდან" დათხოვნის შემდეგ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდი დასვენებას აპირებს.