ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ "მანჩესტერის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად დაუკავშირდა "არსენალის" დამრიგებელ არსენ ვენგერს და ალექსის სანჩესის ჰენრიხ მხითარიანში გაცვლა შესთავაზა, რომელიც უკანასკნელ ხანს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
თურმე, სანჩესი უკვე შეუთანხმდა "ქალაქელებს" პირადი კონტრაქტის დეტალებზე, მაგრამ თუ "მანჩესტერმა" უკეთესი პირობები შესთავაზა, არჩევანს მათ სასარგებლოდ გააკეთებს. არადა, "სიტი" ბონუსის სახით 30 მილიონ ფუნტს და წლიურ გასამრჯელოდ 13 მილიონს დაჰპირდა.