მოურინიომ ვენგერს მხითარიანისა და სანჩესის ბარტერი შესთავაზა

AutoSharing Option
"არსენალის" თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედიც" დაინტერესდა და შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიში" კი არა, "მანიუში" გადავიდეს.

ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ "მანჩესტერის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად დაუკავშირდა "არსენალის" დამრიგებელ არსენ ვენგერს და ალექსის სანჩესის ჰენრიხ მხითარიანში გაცვლა შესთავაზა, რომელიც უკანასკნელ ხანს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

თურმე, სანჩესი უკვე შეუთანხმდა "ქალაქელებს" პირადი კონტრაქტის დეტალებზე, მაგრამ თუ "მანჩესტერმა" უკეთესი პირობები შესთავაზა, არჩევანს მათ სასარგებლოდ გააკეთებს. არადა, "სიტი" ბონუსის სახით 30 მილიონ ფუნტს და წლიურ გასამრჯელოდ 13 მილიონს დაჰპირდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული