რეკორდებით დახუნძლულები - პრემიერლიგამ დეკემბრის საუკეთესოები დაასახელა

AutoSharing Option
ინგლისურმა პრემიერლიგამ დეკემბრის თვის საუკეთესოები დაასახელა.

ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი ინგლისის პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გასულ თვეს ფორვარდმა ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

კეინმა კალენდარული წლის შედეგებით ალან შირერის რეკორდი დაამხო. 2017 წელს მან 39 გოლი გაიტანა.

პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელი კი "მანჩესტერ სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა გახდა.

"სიტიმ" ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა, სადაც 6-ში მოიგო. ესპანელმა სპეციალისტმა რეკორდი დაამყარა - ის საუკეთესოდ ზედიზედ 4-ჯერ აღიარეს, რაც აქამდე პრემიერლიგაში არ მომხდარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული