ედენ აზარი: "ჩელსისთან" კონტრაქტს ტიბო კურტუას შემდეგ გავაგრძელებ
AutoSharing Option
კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი არ ახანგრძლივებს "ჩელსისთან" შრომით ხელშეკრულებას, რამეთუ "რეალში" სურს გადასვლაო, მაგრამ დღეს ფეხბურთელმა "მირორს" შემდეგი განუცხადა:
"დიახ, მზად ვარ კონტრაქტი გავაგრძელო, თუმცა ვფიქრობ, ჯერ ამას ტიბო კურტუა გააკეთებს, მერე კი - მე".
ცნობისათვის, აზარს "არისტოკრატებთან" ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო კურტუას 2019 წლის სეზონის ბოლომდე.