"ბორნმუთი"-"არსენალი" 2:1: ვენგერმა გუნდი დეგრადაციამდე მიიყვანა

AutoSharing Option
აქამდე დამარცხებული არ ჰყავდა "ბორნმუთს" "არსენალი", თუმცა წინა სეზონში 3:0-ს უგებდა და ვერ მოახერხა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა. პრემიერლიგის 23-ე ტურში კი 0:1-დან თამაში შემოუტრიალა და 2:1 მოუგო.

"მეთოფეებმა" ნაახალწლევს ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ვერ მოიგეს, რაც უკანასკნელად 1995 წელს მოხდა, მე-6 ადგილზე არიან და ყველაზე უარესი ისაა, რომ პერსპექტივაც არა აქვთ. ნახევარმცველი მესუთ იოზილი ტრავმირებულია და ზაფხულში გუნდს დატოვებს, თავდამსხმელი ალექსის სანჩესი გუნდს თამაშზე არ წაჰყვა. გუნდის მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თქვა, დაბნეულია, არ იცის რა ქმნასო. მის გუნდში დარჩენას აზრი აღარც
აქვს, რადგან აზრით და გონით უკვე სხვაგანაა და "მეთოფეებისთვის" სასარგებლო ვეღარ იქნება.

მოკლედ, "კანონირებს" საქმე ცუდად აქვთ და ვენგერი რაიმეს შეცვლას ან გადადგომას არ აპირებს. ეტყობა, აღარც შეუძლია, რამეთუ ამ გუნდში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. თან, კარგა ხანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული