"მანჩესტერ სიტიმ" კევინ დე ბრიუნეს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ყოჩაღ ბელგიელ ნახევარმცველს კევინ დე ბრიუნეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, ყოველკვირეული ანაზღაურება კი 280 ათას ფუნტამდე გაუზარდა და ბონუსებიანად შეიძლება ხელზე 350 ათასიც აიღოს.

ხელშეკრულების გაფორმებაზე კევინი მეუღლე მიშელთან ერთად მივიდა, თქვა, რომ დიდ გუნდში დიდ ფეხბურთს თამაშობს, დიდი მიზნები აქვთ და ა.შ.

დე ბრიუნე "ქალაქელებმა" 2015 წელს "ვოლფსბურგისგან" 55 მილიონად შეიძინეს და ამ სეზონში პრემიერლიგაზე 24 მატჩში 6 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული